Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი პირველად ჩავიდა ქაბულში თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ


აშშ-ის წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, ქაბულში ჩავიდა ავღანეთის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. ეს მისი პირველი ჩასვლაა ავღანეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების შეწყვეტის შემდეგ. მოლაპარაკების მიზანი იყო ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე 18-წლიანი ომის შეწყვეტა.

ხალილზადის ვიზიტი მოჰყვა არაერთ მოლაპარაკებას სამშვიდობო პროცესის განახლების თაობაზე და შეხვედრას თალიბებთან პაკისტანში. ხალილზადი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და უზენაეს აღმასრულებელს, აბდულა აბდულას ანგარიშს წარუდგენს ისლამაბადში, ბრიუსელსა და მოსკოვში თავისი შეხვედრების შესახებ.

ხალილზადმა და თალიბანმა თითქმის ერთი წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს სამშვიდობო შეთანხმების გარშემო, რომელსაც უნდა მოეტანა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანა უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG