Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფენის თემში, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, ხმებს ითვლიან


ლაგოდეხში 15-ე საარჩევნო ოლქში, აფენის თემში იქ სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, ახლა ხმებს ითვლიან. ეს პროცესი სავარაუდოდ მალე დასრულდება, რადგან, არჩევნები 4 უბანზე ჩატარდა და ამომრჩეველთა რაოდენობა 4200-ზე მეტი იყო. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის უწევდა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის მალხაზ მელაშვილი, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარადგინა.

მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშემიმდინარეობა. არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების გარდა იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები ახმეტიდან, გურჯაანიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდა. ასევე საარჩევნ უბნის მიმდებარე ტროტორიაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი.

ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანის დროსაც და დღესაც საუბრობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ.

ხმის დათვლის პროცესს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგნლების გარდა აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალის.

აფენში არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია კობახიძემ საკრებულოს წევრის მანდატზე უარი თქვა. ის ემიგრაციაში წავიდა.

ლაგოდეხის გარდა, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა ადიგენისა და მარტვილის თითო-თითო თემში. ლაგოდეხისგან განსხვავებით, ამ მუნიციპლიტეტებში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს კანდიდატი წარდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG