რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ბაზის 3 ათასზე მეტმა სამხედრომ „გეოგრაფიული კარნახი“ დაწერა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ტელერადიოკომპანია „ზვეზდას“ ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო აქციაში, რომელსაც რუსეთი როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ მეხუთედ ატარებს მოსახლეობის გეოგრაფიული ცოდნის დონის გასარკვევად. საუბარია მხოლოდ რუსეთის გეოგრაფიაზე.
ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროების ცოდნის ხარისხი მათ მიერ კარნახით დაწერილი ტექსტების შემოწმების შემდეგ, 29 ნოემბერს გაირკვევა.