Accessibility links

site logo site logo

თალიბების დელეგაცია ჩინეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს


თალიბების დელეგაცია მოსკოვში

ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის დელეგაცია 28 ოქტომბერს ჩინეთში ჩავიდა, სადაც ქაბულის გავლენიან წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ავსტრალიაში მდებარე ანალიტიკური ცენტრის „ფორინ ბრიფის“ (Foreign Brief) თანახმად, ორდღიანი მოლაპარაკების დღის წესრიგში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევაა, რაც ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს.

იმავე პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკება აშშ-სა და თალიბებს შორის გასულ თვეში კრახით დასრულდა. თალიბების მიერ ავღანეთში განხორციელებული სისხლიანი თავდასხმების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროცესი „მოკვდა“.

„ჩინეთმა დელეგაცია შიდაავღანურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის მიიწვია“, - უთხრა თალიბანის სპეციალურმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას.

აშშ-ის გარდა, ავღანური დიალოგის ინიცირებას ცალ-ცალკე ცდილობენ რუსეთი, პაკისტანი და ჩინეთი.

25 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა აშშ-ის, პაკისტანის, ჩინეთისა და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც ერთ-ერთი საკითხი ვაშინგტონსა და თალიბებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების განახლება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG