Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო 77 წლის მამაკაცს სხეულის 35% დამწვარი აქვს - გუგა ქაშიბაძე


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას დამწვარი მამაკაცი რეანიმაციაშია.

„შემოყვანილია 77 წლის მამაკაცი, სხეულის 35%-ანი დამწვრობით, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა. დამწვრობა ძირითადად მიღებული აქვს თავის არეში, დაზიანებული აქვს ორივე ზედა კიდური, ასევე გულმკერდი და სასუნთქი გზები. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ ქაშიბაძემ.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მამაკაცის ასაკიდან და მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მისი დიაგნოზი „საკმაოდ მძიმეა“.

შსს-ს ცნობით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 მოქალაქე დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG