Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 14 დემონსტრანტი დაიღუპა ერაყში მომხდარი შეტაკების შედეგად


ანტისამთავრობო აქცია ბაღდადში
ანტისამთავრობო აქცია ბაღდადში

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 865 დაიჭრა წუხელ, ერაყში, შიიტების წმინდა ქალაქ კარბალაში მომხდარი ძალადობის შედეგად. იუწყებიან, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო აქციაში მონაწილე, აგრესიულად განწყობილ, დემონსტრანტებს, რომლებიც უკმაყოფილო არიან პრემიერ-მინისტრ აბდელ აბდულ მაჰდის მთავრობის მუშაობით, ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და უმუშევრობის მასშტაბით.

ერაყის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბაღდადში, 4 დღის წინ კვლავ განახლდა ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელსაც თან ახლავს ძალადობა დემოსნტრანტების მხრიდან.

იუწყებიან, რომ სამი დემონსტრანტი დაიღუპა 28 ოქტომბერს ქალაქ ნასირიაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად.

საპროტესტო ტალღა, რომელიც ერაყში ოქტომბრის დასაწყისიდან აზვირთდა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ერაყის დღევანდელი მთავრობისათვის, რომელიც 2017 წელს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში.

რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად ქვეყანაში დაახლოებით 250 კაცი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG