ტაჯიკეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ამნისტიის საფუძველზე ქვეყნის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები 29 ოქტომბერს დატოვა პატიმრების პირველმა ჯგუფმა, მათ შორის, როგორც იუწყებიან, ინტერნეტით გავრცელებული „ექსტრემისტული პოსტების მოწონებისთვის" მსჯავრდებულმა რამდენიმე პირმა.
ტაჯიკეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ამნისტიის შესახებ კანონს ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა ხელი 25 ოქტომბერს მოაწერა, დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით.
ამნისტიის კანონით საპატიმროებს დატოვებს 3 ათასი მსჯავრდებული, 5 ათას კაცს, რომელთა დანაშაული არ ითვალისწინებს პატიმრობის სასჯელს, შეწყალება შეეხებათ 31 დეკემბრამდე.
პრეზიდენტის კანონით საქმის წარმოება შეწყდება 2000 ბრალდებულის მიმართ. 10 ათას მსჯავრდებულს კი საპატიმრო ვადა შეუმცირდება.
შეწყალება არ შეეხებათ მძიმე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს.