Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება შიდაავღანური დიალოგის გამართვას ჩინეთში


ცენტრში მულა აბდულა ღანი ბარადარი, თალიბების უმაღლესი ლიდერი. მოსკოვი, 2019 წლის მაისი
ცენტრში მულა აბდულა ღანი ბარადარი, თალიბების უმაღლესი ლიდერი. მოსკოვი, 2019 წლის მაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ჩინეთის ძალისხმევას, უმასპინძლოს შიდაავღანურ დიალოგს თალიბანის ლიდერებსა და ავღანეთის ოფიციალურ პირებს შორის.

ეს ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის მთავრობებმა გაავრცელეს 28 ოქტომბერს, გასულ კვირაში მოსკოვში გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ.

ავღანეთის მოწესრიგების თაობაზე რუსეთში 24-25 ოქტომბერს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ავღანეთის საკითხებში, ელჩი ზალმაი ხალილზადი.

მოსკოვმა გაზაფხულზეც უმასპინძლა მსგავს საერთაშორისო კონფერენციას.

თალიბანი გასულ კვირაში იუწყებოდა 29-30 ოქტომბერს დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენციის შესახებ. მოგვიანებით, თალიბანის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ცნობები ორგანიზაციის დელეგაციის პეკინში ჩასვლის შესახებ. ამ ცნობას არც ჩინეთი ადასტურებს, თუმცა პეკინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზად არის, ხელი შეუწყოს „ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების და შერიგების პროცესს“.

შიდაავღანური მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შეხვედრა აშშ-ისა და თალიბანის დელეგაციებს შორის, ივლისში, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა.

ეს მოლაპარაკებები სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეწყდა. ამას წინ უძღოდა თალიბების მიერ ქაბულსა და ავღანეთის სხვა ქალაქებში განხორციელებული სისხლიანი თავდასხმები, რასაც ამერიკელი ჯარისკაციც შეეწირა.

XS
SM
MD
LG