Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სამარცხვინო უწოდეს მერის მიერ აზარტული თამაშების კომპანიის პრიზის მოგებას


პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სამარცხვინო უწოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ აზარტული თამაშების კომპანიის პრიზის მოგებას.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო!“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, 30 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მან დეპუტატებს მოუწოდა, იერიში მიიტანონ სიკვდილის ინდუსტრიაზე: „სანამ ეს სივრცე, ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, აი, ესეთი სამარცხვინო რაღაცეები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“.

29 ოქტომბერს, ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ 2019 წელს გამოშვებული ავტომობილი „პორშე“ მოიგო „ლიდერ ბეთის“ გათამაშებაში, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით გადაიცემა. წამყვანებთან სატელეფონო საუბრისას მხეიძემ თქვა, რომ 48 ბილეთი ჰქონდა.

მოგვიანებით, ამბროლაურის მერმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებს არ თამაშობს და რამდენიმე წლის წინ, მისი სახელით, ონლაინკაზინოს ვებსაიტზე ექაუნთი მისმა ძმისშვილებმა შექმნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG