Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი უნგრეთს ეწვევა


30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბუდაპეშტს ეწვევა და შეხვედრას გამართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომლის დროსაც მთავარი განსახილველი საკითხი ენერგეტიკა იქნება.

პუტინიც და ორბანიც უარყოფენ დასავლურ, ლიბერალურ ღირებულებებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა, ორბანი პუტინს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ ხვდება, 2017 წელს მათ ორი შეხვედრა გამართეს. ამავე დროს, ორბანი გამოდის მოწოდებით, შემსუბუქდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

„შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობის რამდენიმე საკითხს, პირველ რიგში, კომერციულ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებს და გაცვლიან პოზიციებს რამდენიმე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ თემაზე“, - განაცხადა კრემლის პრესსამსახურმა ვიზიტის დაწყების წინ.

უნგრეთი ძირითადად რუსეთის ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მისთვის ასევე მნიშვნელოვანია 10 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო არხი, რომლითაც, „როსატომის“ დახმარებით, თავისი ბირთვული ელექტროსადგურების მოდერნიზება უნდა მოახდინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG