Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის ენერგეტიკულმა სააგენტომ სამშენებლო ნებართვა გასცა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისთვის


დანიის ენერგეტიკულმა სააგენტომ სამშენებლო ნებართვა გასცა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მონაკვეთისთვის, რომელიც ქვეყნის კონტინენტურ შელფზე გადის. პროექტი ითვალისწინებს რუსეთიდან გერმანიამდე გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. პროექტში რუსეთისა და გერმანიის გარდა მონაწილეობენ ფინეთი და შვედეთი. მათ უკვე გასცეს სამშენებლო ნებართვა. დანია უკანასკნელი ქვეყანა იყო, რომლისგანაც ელოდნენ გადაწყვეტილებას გაზსადენის მშენებლობის თაობაზე.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. ახალი პროექტის მეშვეობით რუსეთი ცდილობს, შეამციროს თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე.

ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ და აშშ-მა გააკრიტიკეს პროექტი. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აძლიერებს ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ხასიათისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG