საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. პრემიერის პრესსამსახური ჯერჯერობით მხოლოდ იმას იუწყება, რომ ანკარაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, დავით ზალკალიანი და ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს გიორგი გახარიას მესამე ოფიციალური ვიზიტია. თურქეთამდე გახარია აზერბაიჯანს და სომხეთს სტუმრობდა.