Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ანტონი მეუფე იაკობის შესახებ: „განკვეთა ამოიღეთ, ასეთი რამ არ არსებობს“


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი

„განკვეთა ამოიღეთ, ასეთი რამ არ არსებობს“ - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა მეუფე იაკობის ეკლესიიდან განკვეთა. როგორც მან წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქოში იმისთვის მივიდა, რომ სიტუაციაში გაერკვეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე სჯერა თუ არა მას მეუფე იაკობის განცხადებების, მან თქვა:

„არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო, არ იმის საფუძველი მაქვს არ ვენდო. მჭირდება მტკიცებულებები.

დღეს, 31 ოქტომბერს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. მისი დღის წესრიგი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

2019 წლის პირველი სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სინოდის სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG