Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2% შეადგინა.

2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით განისაზღვრა. 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5%-ია.

2018 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5,6% იყო, ხოლო მესამე კვარტლის 4%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ მრეწველობაში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების დარგში.

XS
SM
MD
LG