Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის გარეუბანში მეწყერი საცხოვრებელი სახლის უშუალო სიახლოვეს ჩამოწვა


ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ბათუმის თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები ცისკარაძეების ეზოში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მიწა საცხოვრებელი სახლის წინ წუხელ ჩაიშალა და მრავალწლოვანი ხეები ჩაიტანა. სახლი დანგრევას გადაურჩა, თუმცა ცისკარაძეების 9 სულიანმა ოჯახმა საფრთხის გამო, ღამე მეზობელთან გაათენა.

მეწყრის ადგილზე მივიდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლები. ვიცე-მერის, ჯაბა ტუღუშის თქმით, დაზარალებულ ოჯახს დროებითი საცხოვრებლის ქირას გადაუხდიან, ტერიტორიის გეოლოგიური შემოწმების შემდეგ კი, სპეციალური კომისია განსახლების საკითხზე იმსჯელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG