მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს სახით ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა. პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან გადაყენების ფაქტს ადვოკატი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
„ჩემი ოფიციალური განცხადება! წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით! დარჩნენ ისინი, ვისთვისაც აღნიშნული ცოდვა და დანაშაული ორგანულია, რაც საპატრიარქოში არსებობს და რასაც მეუფე პეტრე შეეწირა!“, – წერს გიორგი ფანცულაია „ფეისბუქში“.
"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", — განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის დატოვების შემდეგ. სხდომიდან გამოსვლისას მან თქვა, რომ პატრიარქმა და სინოდმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და იგი მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი გახდა მის მიერ მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება.
წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში დასრულდა. სხდომას 44 მღვდელმთავარი ესწრებოდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს თანახმად, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი მამალაძეს გათავისუფლებისთვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.