Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, მოზამბიკში დაიღუპა რუსეთის „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის“ ხუთი მებრძოლი


ჩრდილოეთ მოზამბიკში რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის“ ხუთი მებრძოლი, იტყობინება ადგილობრივი პრესა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მათი მონაცემებით, თავდასხმისას დაიწვა სამი სამთავრობო ავტომობილი. მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა 27 ოქტომბერს. რუსი დაქირავებული მებრძოლების კოლონას ჩასაფრებული ადგილობრივი ისლამისტები დაესხნენ თავს. დაიღუპა სამთავრობო არმიის 20 სამხედრო მოსამსახურე და რუსეთის ხუთი მებრძოლი.

რუსი დაქირავებული მებრძოლების სიკვდილის შესახებ ცნობა კიდევ ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გამოაქვეყნა. მაგრამ ამ ინფორმაციის სხვა დამადასტურებელი წყაროები არ მოიპოვება.

რუსეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი აფრიკაში მისი მოქალაქეების შესაძლო სიკვდილზე გავრცელებული ცნობების შესახებ.

ჩრდილოეთ მოზამბიკში 2017 წლიდან გრძელდება ბრძოლები სამთავრობო ჯარებსა და ჯიჰადისტებს შორის. რუსეთსა და მოზამბიკს შორის მოქმედებს შეთანხმება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 2015 წელს იქნა ხელმოწერილი, და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც 2016 წელს მოაწერეს ხელი. მაგრამ რუსეთის სამხედროები მოზამბიკში ოფიციალურად არ გაუგზავნიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG