Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: პრობლემა ჰომოსექსუალობა კი არა ღვთის სახელით "ტაბურეტკებით" ადამიანების დევნაა


„ურთირთბრალდებები, რომელიც გაისმა უმჯობესი იქნებოდა მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროსყოფილიყო და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ამას უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრესთვის მღვდელმთვარისწოდების ჩამორთმევას და პეტრეს მიერ გაკეთებულ განცადებას.

„მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ - პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის რომ ღვთის სახელით ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ამიტომ ამ თვალსაზრისით არის ეს პრობლემა. მათ შორის, ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და უნდა შეწყვიტოს საზოგადოების წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა. ეს სულ მცირე, როგორც იკვეთება ფარისევბლობაა და მიუღებელია თანამედროვე სამყაროს გადმოსახედიდან“,- განაცხადა გიგი უგუილავამ.

მომხდარს, გიგი უგულავა ბოლო ჟამის მომასწავლებლად აფასებს და რუსეთის ეკლესიის გავლენებად მიიჩნევს.

"ასეთი რაღაცები ბოლო ჟამს არის დამახასიათებელი. ინტრიგები, ჩაშვებები, დაპატიმრებები, საშინელი მხილებები და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართვის ის ფორმა, რომელიც ეკლესიაშია, სამწუხაროდ, არა თუ მოძველებულია, არამედ საერთოდ გასულია ყოველგვარი მომსახურების ზონიდან და ბოლოს, ჩვენთვის საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ კვლავ მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე. მეტსაც გეტყვით, თუ რამით აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსულიФСБ (უშიშროების ფედერალური სამსახური) , სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ“ - აცხადებს გიგი უგულავა.

გიგი უგულავას თქმით, პრობლემა კომპლექსურია და კომპლექსურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები.

„უნდა მორჩეს ადამიანის სექსუალური ნიშნით დევნა, რის ავანგარდშიც ეკლესიის ძალიან დიდი ნაწილი იდგა და უნდა გადაისინჯოს საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან და ჟანტაჟის ენა, რომლითაც რუსეთის ეკლესია ელაპარაკება ქართულ ეკლესიას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

მეუფე პეტრე 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტი პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

მან სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე".

სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

XS
SM
MD
LG