"[ბიძინა ივანიშვილმა] ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი, დაპირისპირება და რუსული გავლენები" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2019 წლის პირველი სხდომის შედეგებს აფასებს.
მისი კრიტიკის ადრესატი მმართველი პარტიის ლიდერია.
"ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე - ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც" - წერს მიხეილ სააკაშვილი მოკლე გზავნილში.
დღეს, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ და განაცხადა, რომ პატრიარქმა იგი მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა სინდოდის თავმჯდომარის მხილება "მამათმავლობასა" და "პედარასტიაში". მან ეს ტერმინები გამოიყენა მედიასთან სინოდზე გაკეთებული საკუთარი განცხადების ციტირებისას.