Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქიმანდრიტი ათინოგენე: თუ მხილება შეურაცხყოფაა, მაშინ, გაგვაგებინონ, რა არის მხილება


ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში რჩებიან სასულიერო პირები და მრევლი. ისინი ღამისთევას აპირებენ, ელოდებიან ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავას), რომელსაც შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებენ. პარაკლისის დასრულების შემდეგ იქადაგა ბალდის მამათა მონასტრის​ წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ათინოგენემ.

არქიმანდრიტის თქმით, ყოფილი მიტროპოლიტი განსაცდელშია. მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს შეკრება არის გულისტკივილის გამოხატვა განვითარებულ მოვლენებზე, რაც სასულიერო პირის ეპისკოპოსობიდან გადაყენებას ეხება. მისი შეფასებით, განჩინება უსამართლოა და ისინი ყოფილი მღვდელმთავრის ჩამოსვლას ელოდებიან.

„თუ მხილება შეურაცხყოფაა, მაშინ გაგვაგებინონ, რა არის მხილება. ან ის ადამიანები, ჩვენ რომ ვიცით, სწუხან ამაზე, და ბევრია დაბრკოლებული, და ბევრს საშინელი განცდებით ეკლესია აქვს მიტოვებული, ის ხალხი როგორ ვანუგეშოთ. მითხრას სინოდმა, რა ვქნათ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა ათინოგენემ.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG