Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 1 ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი "რუნეტის" შესახებ


საპროტესტო აქცია "რუნეტის" კანონის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია "რუნეტის" კანონის წინააღმდეგ

რუსეთში 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა დიდი ნაწილი სადავო კანონისა "რუნეტის" შესახებ, რომელმაც რუსეთში ინტერნეტის უსაფრთხო და მყარი ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.

"სუვერენული რუსული ინტერნეტის (რუნეტის)" კანონი ავალდებულებს ინტერნეტპროვაიდერებს, გამოიყენონ "როსკომნადზორის" მიერ უსასყიდლოდ შეთავაზებული მოწყობილობა, რომელიც "რუნეტის" უსაფრთხო მუშაობის ხელისშემშლელი საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში უწყებას შესაძლებლობას მისცეს უზრუნველყოს ქსელის ცენტრალიზებული მართვა.

კერძოდ, ასეთი საფრთხის შემთხვევაში, ინტერნეტის რუსული სეგმენტი გლობალური ქსელიდან გაითიშება. სხვა შემთხვევებში მოწყობილობა იმუშავებს აკრძალული რესურსების ბლოკირებაზე. თუმცა ამგვარი სახელმწიფოს საფრთხის ჩამონათვალი ჯერჯერობით რუსეთს არ დაუმტკიცებია.

"რუნეტის" შესახებ კანონის რიგი პუნქტები, კერძოდ, დებულებები კრიპტოგრაფიული დაცვისა და ეროვნული დომენის ზონის შესახებ, 2021 წლიდან ამოქმედდა.

კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ავტონომიური ქსელის არსებობა რუსეთში შესაძლებელს გახდის ინტერნეტის ტოტალურ ცენზურას. გაზაფხულზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში "რუნეტის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG