Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: მე ვერ ვუკარნახებ პრეზიდენტს, შეწყალება-მოწყალება საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას ვერ უკარნახებს, თუმცა საზოგადოებას შეწყალება-მოწყალება უნდა ახასიათებდეს:

"შეწყალება მოწყალება არის ისეთი, რამ რაც უნდა ჩვენ საზოგადოებას ახასიათებდეს. ეს ჩემი აზრია. მე ნამდვილად ვერ ვუკარნახებ პრეზიდენტს... მორატორიუმი არ არის მუდმივი, მორატორიუმი არის დროებითი და მორატორიუმსაც აქვს თავისი დასასრული, ისევე როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაზე... ლოგიკა, რომელიც მოწყალებას უნდა უსწრებდეს წინ არის საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატრიარქო შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“, -ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი 18 სექტემბერს გამოაცხადა.

საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემულ შეწყლების აქტს. შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯვარდებული 3 პირი იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 30 ოქტომბერს შეხვდა. ამ შეხვედრაზე პატიმართა შეწყალების მორატორიუმის საკითხზე არ უსაუბრიათ. პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს.

XS
SM
MD
LG