3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა. როგორც რადიო თავისუფლებას გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებული არის სრულად შეურაცხადი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებული 3 წლის ვადით განთავსდა აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
შემთხვევა 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე მოხდა. თ.ს-მ მშობლებთან ერთად სასეირნოდ გასული 3 წლის ბავშვი სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.