Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: პროკურატურაში ტყუილად სიარულს, ჯობია ძაღლი გამოვასეირნო


„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით პროკურატურაში იმყოფება.

გვარამია საგამოძიებო ორგანოში ძაღლთან ერთად მივიდა.

„ტყუილად აქ [პროკურატურაში] სიარულს ჯობია ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე. აწი სულ ძაღლით მოვალ ხოლმე“, - ამბობს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება ბრალდებას, გვარამიას თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს, სწორედ მათ შორის მოიაზრებს გვარამია საკუთარ თავს.

„დაკავება (ჩემი) სულ უნდა, მაგრამ ხშირად, რაც გინდა, ვერ გამოგდის. შეიძლება, წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო. ასეთი უცნაურია ხოლმე ცხოვრება“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ახალ ბრალდებას წარუდგენენ.

პროკურატურის ცნობით, საქმე უკავშირდება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG