Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გადატყვიტა გააუქმოს მოძრაობა „ადამიანის უფლებებისთვის“


ლევ პონომარიოვი
ლევ პონომარიოვი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლიკვიდირებულ იქნება ლევ პონომარიოვის მოძრაობა, „ადამიანის უფლებებისთვის“.

ამის მიზეზად, როგორც ამტკიცებენ,არის არაერთი დარღვევა ორგანიზაციის მუშაობაში. ჯგუფის ადვოკატის განცხადებით, სასჯელის ზომა შეუსაბამოა. თვითონ პანამარიოვმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

სასამართლოს წინ მოძრაობას ჩამოართვეს ყველა სახელმწიფო გრანტი და უცხოელი აგენტების სიაში შეიტანეს.

ერთ-ერთ ბრალდებად ჯგუფს წაუყენეს ის, რომ 2014 წელს მიღებული წესდება არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსს.

შარშან მოძრაობამ ბოლო ცხრა წელიწადში პირველად მიიღო სახელმწიფო გრანტი. პონომარიოვი თვლის, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაცია ზარალს მიაყენებს რუსეთის სახელმწიფოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG