Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფია და კიევი გაანაწყენა ემანუელ მაკრონის განცხადებამ „ბულგარელ და უკრაინელ არალეგალებზე“


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ დაავალა თავის უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბულგარელი მიგრანტების თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ არაკორექტულ კომენტარზე.

ამავე საკითხზე ორშაბათს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულია საფრანგეთის ელჩი, ფლორანს რობინი.

ბულგარეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების გულისწყრომა გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კონსერვატიულ ყოველკვირეულ გამოცემა Valeurs Actuelles-თან ინტერვიუში.

„მე ვამჯობინებდი, რომ სამუშაოდ ჩამოდიდოდნენ ადამიანები გვინეიდან და კოტ დ’ივუარიდან, ჩამოდიოდნენ ლეგალურად, ვიდრე ბულგარეთისა და უკრაინის არალეგალურ არხების საშუალებით“, - ასე გადმოსცა ემანუელ მაკრონის სიტყვები ზოგიერთმა გამოცემამ, რასაც 1 ნოემბერს ახსნა-განმარტების მისაცემად საფრანგეთის ელჩის დაბარება მოჰყვა კიევში.

უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩმა სამინისტროში შეხვედრაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს არ აქვს პრეტენზიები ქვეყანაში სამოგზაუროდ ჩასულ უკრაინის მოქალაქეებთან. გახმაურებულ ინტერვიუში ემანუელ მაკრონის მოსაზრება შეეხებოდა არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რაც, ელჩის განმარტებით, „კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი, “ - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG