Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ნაციონალისტები მსვლელობებს მართავენ ერთიანობის დღის აღსანიშნად


მოსკოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები დემონსტრაციებს მართავენ, ყოველწლიური „ეროვნული ერთიანობის დღის“ აღსანიშნად.

ეს დღე 4 ნოემბერს აღინიშნება და ის 2005 წელს დააწესა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომლითაც შეცვალა 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის წლისთავის საბჭოთა პერიოდის დღესასწაულები. რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ამ დღეს, რომლითაც, ფორმალურად, აღინიშნება 1612 წელს პოლონეთის ძალების დამარცხება და რომელიც ამჟამად პატრიოტიზმის გაძლიერებას ემსახურება.

მემარჯვენე, ნაციონალისტი და მონარქისტი ჯგუფები ამ დღეს ქსენოფობიურ და იმიგრანტთა საწინააღმდეგო აქციებს მართავენ ხოლმე. ბოლო წლებში იყო შეხლა-შემოხლა დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შორის. წინა წლებში ამ ტიპის დემონსტრაციები მონაწილეთა სიუხვით არ გამოირჩეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG