Accessibility links

site logo site logo

საქართველო ევროპის ყველაზე „განვითარებად ტურისტულ მისამართად“ დასახელდა


სვანეთია მიჩნეული საქართველოს მთავარ ღირსშესანიშნაობად Travellemming-ის მიერ

საქართველო დასახელდა ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 30 ყველაზე განვითარებულ ტურისტულ მისამართებს შორის. ამის შესახებ იუწყება საიტ travellemming-ზე 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია იმ ყოველწლიური გამოკითხვის შესახებ, რომელმაც გამოავლინა 2020 წლისათვის ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მისამართები. საიტის თანახმად, ამ ქვეყნებს დადებითი მნიშვნელობა ენიჭებათ ტურიზმის განვითარებისა და ჭარბტურიზმიანობის“ ანუ „ოვერტურიზმის“ პრობლემის გადაჭრის საქმეში.

გამარჯვებული ქვეყნების ჩამონათვალი იწყება საქართველოთი, რომელიც საიტის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, მიჩნეულია, „მოგზაურებისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელ მარგალიტად. კავკასიის მთები ტოლს არ უდებენ ალპებს, ხოლო ძველი თბილისის ბოჰემური ნაწილი ფეხით მოსიარულეს პრაღის შთაბეჭდილებას უქმნის“, - ნათქვამია საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას.


რაც შეეხება სტუმრობას, საიტ Travellemming-ის თანახმად, საქართველოში ჩასვლისათვის ყველაზე საუკეთესო დროა აპრილი და ოქტომბერი. ღირსშესანიშნაობებს შორის კი სვანეთი, კახეთის რაიონი და ძველი თბილისია მიჩნეული ყველაზე მიმზიდველად.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ღვინო დასაბამს საქართველოდან იღებს, ხოლო ქვეყანა წარმოადგენს „ისეთ განსაკუთრებით ადგილს, სადაც ევროპული სტილის დასვენება შესაძლებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ტურისტის ბიუჯეტით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG