Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერს ბრალს დებენ სახელმწიფო ღალატსა და თანხების მითვისებაში


ვიტალი კლიჩკო, კიევის მერი
ვიტალი კლიჩკო, კიევის მერი

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ანტიკორუფციული სამართლოს 18 ოქტომბრის გადაწყევტილების სისრულეში მოსაყვანად, სისხლის სამართლის საქმე აღძრა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და მისი ორი მოადგილის მიერ სახელმწიფო ღალატისა და საბიუჯეტო სახსრების შესაძლო დატაცების თაობაზე.

როგორც უკრაინული მედია წერს, სასამართლომ განიხილა კერძო პირის განცხადება, რომელშიც საუბარია მიწის ნაკვეთების მიტაცების, არასანქცირებულ მშენებლობებისა და კიევში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების სიმბოლური რეკონსტრუქციის თაობაზე.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

„მოსარჩელემ, რომლის ვინაობაც უცნობია, სასამართლოს მიმართა, რათა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს დაეწყო საქმის წარმოება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა კიევის მერმა.

ყოფილი პროფესიონალი მოკრივე ვიტალი კლიჩკო 2014 წელს, უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ გამართულ არჩევნებში, კიევის მერად აირჩიეს.

ცნობილია, რომ კიევის მერის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

2019 წლის 24 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოვიდა კლიჩკოს გადაყენების ინიციატივით. 4 სექტემბერს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა კლიჩკოს გათავისუფლებას კიევის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტიდან, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის კლიჩკოს გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG