Accessibility links

მამუკა ბახტაძე მიხეილ ბატიაშვილს მადლობას უხდის


„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს“, - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას `„ფეისბუკზე" ეხმაურება.

როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, სწორედ, განათლების იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ბახტაძის თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. მისი შეფასებით, სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი.

„მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც.

ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების - ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“, - თქვა ბახტაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 7 ნოემბერს თანამდებობა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG