Accessibility links

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" 250-მდე პოლიციელია მობილიზებული


ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ ბათუმში. კინოთეატრ „აპოლოს“ შესასვლელთან დგანან პოლიციელები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოპირდაპირე მხარეს დგას აქციის 50-მდე მონაწილე. ისინი ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ კინოთეატრის ადმინისტრაციას, არ დაუშვან ფილმის ჩვენება.

სამართალდამცველების განმარტებით, კინოდარბაზში შესვლა შეუძლია მოქალაქეს, რომელიც ბილეთს წარმოადგენს. შემდეგ კი მაყურებელმა შემოწმება დაცვის მეტალოდეტექტორში უნდა გაიაროს.

მაყურებლებს კინოთეატრ „აპოლოში“ 21:00 საათიდან ელოდებიან.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ბათუმური ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. კინოსეანსებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო.

მოქალაქეები შეკრებილები არიან თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG