Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, მოძრაობის 12 ახალი წევრი დაასახელა.

ხაზარაძემ ისაუბრა ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, სამტრედიაში დაფუძნებული კომპანია „იმერეთი გრინერის“ - სადაც „ლელოს“ ახალი წევრები წარადგინა - შესახებ. მისი თქმით, „იმერეთი გრინერი“ უნიკალური ტექნოლოგიის სასათბურე მეურნეობაა, რომელიც მოსავლის ყოველდღიურად აღების საშუალებას იძლევა.

„ჩვენ დღეს ვართ თოხის და გუთნის მენტალიტეტში ჩარჩენილები. ეს უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოძრაობის ახალი წევრები არიან:

  • ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტროინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრი. გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.
  • მიტროფანე სტურუა - იურისტი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
  • მანანა ბანძელაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • დავით ჩხეიძე - ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
  • თამარ წამალაიძე - ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. „ლელოში“ გაწევრიანებამდე საქმიანობდა უცხოეთში.
  • გია პატარიძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.
  • გიორგი მახარაძე - იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვის პროექტის ხელმძღვანელი.
  • ნათია ხელაია - საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი.
  • გიორგი ბაკაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი.
  • პაატა დარახველიძე - იურისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე
  • ლილე მაღლაფერიძე - ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12-წლიანი გამოცდილებით. სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული.
  • დიმიტრი აბაშიძე - ინჟინერი და ეკონომისტი. სტარტაპ კომპანიის „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნეს და მას შემდეგ, კვირაში ერთხელ ხდება მოძრაობის წევრების წარდგენა.

12 დეკემბერს დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი ყრილობის გამართვა.

XS
SM
MD
LG