Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა სომეხი კათოლიკე მღვდელი მოკლეს ჩრდილოეთ სირიაში


დანგრეული სომხური კათოლიკური ტაძარი ქალაქ რაქაში
დანგრეული სომხური კათოლიკური ტაძარი ქალაქ რაქაში

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთ სირიაში დახოცეს სომეხი კათოლიკე მღვდელი და მისი მამა, რომლებიც საკუთარი მანქანით მიემგზავრებოდნენ დეირ ალ-ზორში მდებარე ეკლესიის რეკონსტრუქციის დასათვალიერებლად.

ქურთული ახალი ამბების სააგენტო „ჰავარის“ ცნობით, მღვდელი ოვსეფ პეტოიანი თურქეთთან ახლომდებარე უპირატესად ქურთებით დასახლებულ ქალაქ ქამიშლიში სომხური კათოლიკური სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო. მღვდელსა და მამამისზე, აბრამ პეტოიანზე თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა, 11 ნოემბერს მოხდა.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინცია ალეპოში 100 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. მათმა დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა, რამდენიმე ათასმა სომხეთს მიაშურა.

საერთოდ, ბევრი ქრისტიანი დაიღუპა და მრავალი ათასი დევნილად იქცა იმ დროს, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა.

XS
SM
MD
LG