Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ გაბედო!“  -  პარლამენტთან აქტივისტები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ


პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გარკვეული კომპრომისების გამო დათანხმდა, თუმცა დღეს უჩნდებათ კითხვები, იყო თუ არა სწორი მისი კომპრომისი.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორთან განცხადებით, „განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!

პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება!

2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!“

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG