Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ ნორმანდიის ფორმატში შეხვედრაზე


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო

უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ ნორმანდიის ფორმატში შეხვედრაზე, მაგრამ რუსეთი აჭიანურებს პროცესს. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ. მისი თქმით, დონბასში ვითარების დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. პარიზმა და ბერლინმა კონკრეტული თარიღები დაასახელეს. ეს წინადადებები ხელს აძლევს უკრაინას. მაგრამ მოსკოვს პასუხი არ მიუცია.

პრისტაიკომ აღნიშნა, რომ შეხვედრისთვის ყველა წინასწარი პირობა შესრულებულია. თუკი ნორმანდიის ფორმატში სამიტი არ მოიტანს სასურველ შედეგებს, კიევი მზადაა განიხილოს დონბასში დარეგულირებასთან დაკავშირებული მინსკის პროცესიდან გასვლის საკითხი, განაცხადა მინისტრმა. პრისტაიკოს თქმით, სამიტამდე არ იგეგმება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. თავის მხრივ კრემლში მიაჩნიათ, რომ ნორმადიის ოთხეულის სამიტის მზადებაში „პოზიტიური დინამიკა შეინიშნება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG