Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა უკან გადადგმული ნაბიჯია


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) „ღრმა სინანული“ გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა გაეტარებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საჭირო იყო სრულად პროპორციული სისტემის შემოსაღებად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გულდასაწყვეტია ამ ცვლილებებისადმი არასათანადო მხარდაჭერა. პროპორციული სისტემის შემოღებას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვს ყველა დაინტერესებული მხარე და მისი შემოღება დიდი ხნის წინ იყო საჭირო,“ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების, ტიტუს კორლეციანისა და კლოდ კერნის განცხადებაში.

„მაშინ, როცა ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის მკაფიო კონსენსუსია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ სისტემის შემოღების აუცილებლობის თაობაზე, გაუგებარია, რატომ ჩაიშალა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია,“ წერენ თანამომხსენებლები.

ისინი ყველა მხარეს, განსაკუთრებით უმრავლესობას, მოუწოდებენ, გამონახონ გზები, რათა მაინც მოხერხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება 2020 წლის არჩევნებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG