Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა


შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00

„სახელმწიფო დღემდე ახორციელებს დისკრიმინაციას შშმ პირების მიმართ, რადგან, როცა ერთიანი პოლიტიკა აქვს ქვეყანას დეინსტიტუციონალიზაციის, შშმ პირები რჩებიან ამ პროცესის მიღმა“, - ამბობს მარი კორკოტაძე, ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი პრობლემაზე, რასაც ქმნის საქართველოში მსხვილი დახურული ტიპის დაწესებულებების არსებობა, სადაც შშმ პირები იმყოფებიან. რისი ბრალია, რომ დღემდე არსებობს ასეთი დაწესებულებები? „მე მგონია, იმის ბრალია, რომ ეს ადამიანები არ მიაჩნიათ მნიშვნელოვან ადამიანებად. ეს არის, ვფიქრობ, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი, რადგან არსებული მონაცემებით 800-მდე ადამიანია დარჩენილი დახურულ საცხოვრებლებში და ქვეყანას შეეძლო, როგორც ბავშვების დაწესებულებების შემთხვევაში მოხდა, ეტაპობრივად მოეხდინა ამ ადამიანების გადაყვანა ღირსეულ საცხოვრებელ ადგილას, მაგრამ არ გააკეთა, სამწუხაროდ და ახლა შშმ ბავშვების მშობლები და თვითონ შშმ პირები ვმობილიზდით ზუსტად იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციები სახელმწიფომ აუცილებლად ეტაპობრივად დახუროს. არ იგულისხმება ერთიანად დახურვა და ამ ადამიანების ქუჩაში გაშვება. მშობლებს დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება და ძალა იმის, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ და ოდესმე მაინც ეღირსონ ოჯახურ გარემოს. პირველ რიგში, მათი უფლებები გვინდა, რომ დავიცვათ და მეორე ის, რომ ჩვენ - მშობლებს გვეშინია მომავლის. ძალიან გვეშინია, რომ ერთ დღეს, როცა ჩვენ არ ვიქნებით, ჩვენი შვილებიც არ აღმოჩნდნენ ამ ინსტიტუციებში“. ის, რაზეც მარი კორკოტაძე ლაპარაკობს, არის ოჯახური ტიპის საცხოვრისის შექმნა შშმ ადამიანებისთვის, რისი გამოცდილებაც აქვს სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას „ხელი ხელს“. „დილის საუბრებში“ მარი კორკოტაძე განსაკუთრებით გამოყოფს ფსიქიატრიული დაწესებულებების საკითხს - როცა ადამიანებს სრულიად გაუსაძლის, ღირსებისშემლახავ, ყველანაირ სტანდარტს მიღმა პირობებში უწევთ ცხოვრება: „უკვე საზოგადოება უნდა დაგვეხმაროს ამ ყველაფერში და ჩვენთან ერთად „იყვირონ“ ამ პრობლემაზე. ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემა, არამედ საზოგადოების პრობლემაც არის, როცა ქვეყანაში გყავს ასეთ გაუსაძლის პირობებში ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ხმის ამოღება, თავის დაცვა და არ გააჩნიათ იმის უნარიც კი, რომ რაღაც მოითხოვონ“. მარი კორკოტაძე აღწერს ორგანიზაციის „ხელი ხელს“ გამოცდილებას: „ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ საქართველოში პირველმა შექმნა ოჯახური ტიპის საცხოვრისის მოდელი, რაც გულისხმობს ერთ სახლში 5 ადამიანის ცხოვრებას. მათ ასწავლიან ყველაფერს: საჭმლის მომზადებას, სახლის დალაგებას და ა.შ., რომ თვითონ, დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება და საკუთარი თავის მოვლა. ორგანიზაციას „ხელი ხელს“ შეუძლია რამდენიმე ასეთი ტიპის სახლის გახსნა, ჰყავთ ადამიანური რესურსი. სახელმწიფო პროგრამაში არსებობს ამ სერვისის დაფინანსება, თუმცა, სახლმა ფუნქიონირება რომ დაიწყოს, დასაწყისში დაახლოებით 8000 დოლარია საჭირო“. მარი კორკოტაძეს თავად აქვს შშმ პირების უფლებებისთვის ბრძოლის დიდი გამოცდილება. ბრძოლა თავდაპირველად წლების წინ საკუთარი შვილისთვის დაიწყო. რა არის მისთვის ყველაზე დიდი გაუნგრეველი კედელი საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობს? „სკოლა. ძალიან რთულია სკოლაში. ერთი და იგივე პრობლემაზე გიწევს ყოველწლიურად ბრძოლა და ძალიან გულსატკენია, როცა გგონია, რომ რაღაც შედეგამდე გახვედი , ყველაფერი კარგად მიდის და შენი შვილი ისევ არის იგნორირებული, გარიყული. ამ დროს ძალიან გიცრუვდება იმედი, მაგრამ შენს თავს არ აძლევ იმის უფლებას, რომ შენს შვილს ვინმე ასე მოექცეს. ეს თუ მე არ უზრუნველვყავი, ჩემს შვილს არ შეუძლია თავის დაცვა. შეიძლება მომავალშიც ვერ შეძლოს და უკვე წარმომიდგენია რას უზამენ და ამიტომ ვცდილობ, რომ საზოგადოების შეხედულება და ინფორმირებულობა გავზარდო ამ კუთხით. გამოდის, რომ, კი, წინ მივდივართ, მაგრამ მაინც არის ხოლმე გაოცების მომენტები. ჩემი შვილი მე-5 კლასშია და აი, რომ მეგონა უკვე „გავივაკე“, ორი დღის წინ გაოცებული დავრჩი: ჩემი შვილის დატოვეს ყურადღების მიღმა. მთელ კლასს დაავალეს პროექტის გაკეთება და ჩემს შვილს არ უთხრეს. ანუ, მე არ მითხრეს. ჩემს შვილს ხომ ვერ მოაქვს ჩემთან ამბავი. როცა დაახლოებით ერთი თვის წინ ტრენინგი გაქვს გავლილი ინკლუზიურ განათლებაზე და შემდეგ კიდევ მეუბნები, დათა გამომრჩაო, არ ვიცი, რაში ჯდება ეს ყველაფერი. რას ქვია გამოგრჩა? კიდევ უფრო მეტად შემეშინდა. როცა გგონია წინ მიდიხარ და

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG