Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სანქციებით დაემუქრა ეგვიპტეს, თუკი ის რუსეთის Su-35 გამანადგურებლებს შეისყიდის


პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი შესაძლო სანქციებით დაემუქრნენ ეგვიპტეს, თუკი კაირო რუსეთის Su-35 გამანადგურებლებს შეისყიდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. რუსეთის გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ორ ათეულზე მეტი Su-35-ის შესყიდვის თაობაზე. კონტრაქტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარამდეა.

როგორც WSJ აზუსტებს, აშშ-მა ეგვიპტე კაიროში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გამგზავრების წინ გააფრთხილა. ვიზიტი გასულ კვირაში გაიმართა. WSJ-ის წყაროს თანახმად, პენტაგონის წარმომადგენლებმა ეგვიპტის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური პირადადაც გააფრთხილეს რუსეთთან გარიგების შესაძლო შედეგების თაობაზე.

XS
SM
MD
LG