Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელომ" მორიგი თორმეტეული წარადგინა


მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია, ჯოზეფ სმითი
მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია, ჯოზეფ სმითი

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ“ 15 ნოემბერს მორიგი 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალ წევრებს შორის არიან მემარცხენე აქტივისტები:

  • გრიგოლ გეგელია: პოლიტიკური თეორიის დოქტორი, იგი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში;
  • ირაკლი კუპრაძე: საჯარო სამართლის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი. მუშაობს უფლებების დაცვის მიმართულებით განათლების, შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე;
  • ჯოზეფ სმითი: წარმოშობით ბრიტანელი, აღმოსავლეთმცოდნე, ურბანული აქტივისტი. დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა თბილისის საკრებულოს 2017 წლის არჩევნებში.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები გახდნენ ასევე:

  • ეკატერინე დიასამიძე, კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი
  • ცოტნე ჭანტურია, ევროპისმცოდნეობის მაგისტრი
  • ქეთევან მურღულია, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, სოციოლოგი
  • ოთარ დავითაშვილი, პოლიტიკის მეცნიერი, მკვლევარი
  • ვაჟა დარჩია, პოლიტიკის მეცნიერი, მკვლევარი
  • ირაკლი აბაშიძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი
  • მარიამ ხვედელიძე, სტუდენტი
  • გიორგი მეტრეველი, კულტუროლოგი
  • თორნიკე ართქმელაძე, სამართლის მაგისტრი

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნეს და მას შემდეგ, კვირაში ერთხელ წარადგენენ მოძრაობის წევრებს.

12 დეკემბერს დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი ყრილობა.

XS
SM
MD
LG