Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში გაიმართა საპროტესტო აქცია მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგ


საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. იოსებ მაკრახიძის ბიურო საკრებულოს შენობაშია განთავსებული. გორის მაჟორიტარი იმ დეპუტატებს შორის იყო, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და ამით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. „ტენდერების მონა“, „არა რუსეთუმე დეპუტატებს“ - ამ შინაარსის პლაკატებით გააპროტესტეს იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის პოზიცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია და ისიც მაკრახიძის მსგავსად მოიქცა. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, გორის მაჟორიტარი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ მართალია, მაჟორიტარული სისტემის მომხრე იყო, მაგრამ გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა. აქციის მონაწილეებს არ სჯერათ, რომ მაკრახიძე, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა კი „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს და გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად გამარჯვებული გამოდის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდოდა.

აქციის მონაწილეებს დეპუტატის ბიუროდან დღეს არავინ გამოხმაურებია. მათ პოლიცია ტრანსპარანტებით შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG