Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: მიგრანტთა ბანაკი ბოსნიაში "საშიში და არაჰუმანურია"


მიგრანტები, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ცდილობენ ჩასვლას, ბოსნიაში "სახიფათოდ ცივ და მძიმე პირობებში" ცხოვრობენ, - აცხადებს გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია 15 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა ბოსნიაში იზრდება დაძაბულობა ომს და სიღარიბეს გაქცეული ათასობით პირის ქვეყანაში შესვლის გამო.

"ექიმები უსაზღვრებოდ" აცხადებს, რომ ბოსნიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, იმპროვიზებული ბანაკი ვუჩიაკი არ აკმაყოფილებს ცხოვრების მინიმალურ სტანდარტებს და მას უწოდებს "სახიფათო და არაადამიანურ ადგილს".

ბანაკი ივნისში ააშენეს ყოფილი ნაგავსაყრელის ადგილას და ის 2000 ადამიანს იტევს. ბანაკს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, კარვები, რომლებშიც მიგრანტებს განათავსებენ, პირდაპირ მიწაზე დგას.

ევროკავშირმა ბოსნიას 36 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო დახმარების სახით, მაგრამ ბანაკში პირობები იმდენად მძიმეა, რომ "მას ევროკავშირისგან არანაირი ფინანსური დახმარება არ შეიძლება მიეცეს და არც მიეცემა", - თქვა ევროკავშირის მიგრაციის კომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა 14 ნოემბერს. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტად აცივებას შესაძლოა ბოსნიაში ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვეს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG