Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ბიუჯეტზე შეკითხვები მაჟორიტარებს ჰქონდათ


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით „ქართული ოცნების“ ოფისში მთვარობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან განიხილეს 2020 წლის წლიდ ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შეეხება ყველას და ყველაფერს.

„ვისაუბრეთ 2020 წლის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარებს ჰქონდათ შეკითხვები, ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცით, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზეზი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მხოლოდ ბიუჯეტზე და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ.

„ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს ყველას გამოხატვის თავისუფლებას ასევე იზრუნებს ბიუჯეტზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 13 ნოემბერს დაიწყო.ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები განცხადებით, მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი ცვლილებების გაუთვალისწინებლად წარადგინა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3%-იანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის შემოსულობები.

ბიუჯეტის პროექტით 131 მლნ ლარით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 მლნ ლარით მეტს მიიღებს, შსს დაფინანსება -25 მილიონით იზრდება და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტში უნდა შევიდეს არა უგვიანეს 30 ნოემბრისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG