Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ელჩმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო


ჰუბერტ კნირში​, გერმანიის ელჩი საქართველოში
ჰუბერტ კნირში​, გერმანიის ელჩი საქართველოში

„დავიწყე ქართული ენის შესწავლა, მეუღლესთან ერთად. კვირაში ერთ საათს ქართულ ენას ვუთმობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობთ“, განაცხადა ჰუბერტ კნირშმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში, 15 ნოემბერს რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში, „ევროპული კლუბის“ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრის დროს.

მან „ევროპული კლუბის“ ახალგაზრდა წევრებს აღუთქვა, რომ მომავალ წელს, მათთან შეხვედრის დროს, ქართულ ენაზე დაელაპარაკებათ.

კონრად ადენაუერის ფონდის, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და პოლონეთის რობერტ შუმანის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 2019 წლის მაისშისაფუძველი ჩაეყარა საპილოტე პროექტს - „ევროპული კლუბები საქართველოში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებულ 6 საჯარო სკოლაში ევროპული კლუბების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას. პროექტის ფარგლებში, კონრად ადენაუერისფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი, ტომას შრაპელი, და ელჩი ჰუბერტ კნირში რუსთავში ადგილობრივი და დედაქალაქის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირამდე ძალზე გრძელი გზა აქვს გასავლელი და მისი ნაწილი ევროპული ფასეულობებითა და საკუთარი კულტურით გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG