Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპარქიალური საბჭო სასულიერო პირებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ თვითნებური განცხადებებისაგან


მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო სასულიერო პირების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებით.

ამჯერად, განცხადება მცხეთა-თბილისის ეპარქიის შემთხვევებს ეხება:

„ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად კათოლიკოს-პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო.

ასევე

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის მიმართ კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის - „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან“.

ეპარქიალური საბჭო აფრთხილებს სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას.

მცხეთა-თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი საბჭო პატრიარქის 13 ნოემბრის ბრძანებით შეიქმნა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი;

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე;

თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG