Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე: სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება


ბიზნესმენი ლევან ვასაძე, თავის ფეისბუკმიმართვაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების განწირულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში არაფერი დალაგდება.

„ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება, თუ კიდე გარედან რაიმე სასჯელი არ გვეწვია ამ ჩვენი ქცევის სანაცვლოდ, მაგალითად, მორიგი ომის სახით. მოვლენათა ამგვარი განვითარება გვიჩვენებს, რა გზით წავა ჩვენი ქვეყნის საქმე. არაა გამორიცხული, რომ ამ მორიგ ყირაობაში ბიძინა ამერიკელებმა მაინც გასვან და უარესი ლიბერალები დაგვიბრუნონ, თუმცა იმედია, ეს მაინც არ მოხდება“, - აცხადებს ლევან ვასაძე ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ, რიგით 52-ე ტელემიმართვაში, სათაურით „ანტიოპოზიცია“.

ლევან ვასაძის მიერ „სახალხო ლეგიონის“ შექმნის გამო 17 ივნისს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამოაცხადა, რომ იქმნებოდა სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებდა. მისი თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავდნენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანდნენ.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება პასუხს, რა ეტაპზეა ლევან ვასაძის მიმართ დაწყებული გამოძიება. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG