Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს უმრავლესობასთან კონსულტაციებს


„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს უმრავლესობასთან კონსულტაციებს.

„როგორც კი ხელისუფლება ოდნავ მაინც ადეკვატური გახდება და დააფიქსირებს, რომ ქვეყანაში არის მათი შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისიდან არის გამოსავალი მოსაძებნი, რა თქმა უნდა, სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც დაიწყოს კონსულტაციები და მოლაპარაკება, მათ შორის, სწორედ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმთავრესი სამოქმედო გეგმაა საპროტესტო აქციების გაგრძელება. მისი თქმით, პარალელურად გაიმართება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და იურიდიულ საზოგადოებასთან.

„ანუ ჩვენი ამოცანა იქნება, ქვეყნის შიგნით, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ საპროტესტო განწყობა, რომ ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ ქვეყანაში კრიზისია და გამოსავალი უნდა მოძებნო, ხოლო მეორე მხრივ, არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ კრიზისიდან“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG