Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ექიმების სოლიდარობის აქციები გაიმართა


თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწერებულებასთან გაიმართა ექიმების სოლიდარობის აქციები. ექიმები მოითხოვენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ-ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა ცხინვალელ კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა უნივერსიტეტის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG