მოელიან, რომ რუსეთმა დღის განმავლობაში უნდა დაუბრუნოს უკრაინას სამი ხომალდი, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა ძალის გამოყენებით ზუსტად ერთი წლის წინ იგდეს ხელთ ქერჩის სრუტეში.
სამმა გემმა წინა დღით დატოვა შავი ზღვის ნახევარკუნძული ყირიმი, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული 2014 წლიდან.
საზღვრის დარღვევის მიზეზით დაკავებულ ხომალდებს უკრაინისკენ მიაცილებდნენ რუსული სანაპირო დაცვის გემები. ხოლო გადაცემის ფაქტი მოხდება ნეიტრალურ წყლებში, ოდესის პორტიდან 60 მილის დაშორებით.
2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ. დააკავეს გემების ეკიპაჟი - უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურე.
მეზღვაურებს ბრალად დასდეს რუსეთის კანონების დარღვევა და ცხრა თვის შემდეგ გაცვალეს უკრაინის მიერ დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებში.
ისინი სექტემბერში გაათავისუფლეს, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების დიდი გაცვლის ფარგლებში.