Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კონსერვატორები" აქციებზე მისვლას არ აპირებენ


ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ ყოფილი თავმჯდომარე გიგა ბუკია აცხადებს, რომ ხელისუფლებები ქვეყანაში მხოლოდ არჩევნების გზით უნდა იცვლებოდნენ. „რევოლუციურ სცენარებს ჩვენ, „კონსერვატორები“, მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

დღეს ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე აქციაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას. აქციის გამართვა და პროტესტის გამოხატვა ლეგიტიმური უფლებაა. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მოახერხოს ყველამ თავისი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვართ მომხრე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით იცვლებოდეს. რევოლუციურ სცენარებს ჩვენ, „კონსერვატორები“, მხარს არ დავუჭერთ. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ოპოზიცია მორალურ უპირატესობაშია, ვინაიდან ხელისუფლებამ მოატყუა არა ოპოზიცია, არამედ მოსახლეობა“, – განაცხადა გიგა ბუკიამ. იგი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ უმრავლესობა კანონპროექტს ჩააგდებდა. იგი ფიქრობს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო მძიმე არჩევნები ელოდება.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქციები გრძელდება, პიკეტირებულია საკანონმდებლო ორგანოს შენობა. აქციის მონაწილეები ვადამდელი პროპორციული არჩევნების გამართვას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG