Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი ძალა ჩავიდა


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მახლობლად, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი.

ტყის ქვედა საფარს ცეცხლი 18 ნოემბერს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ. ამავე სამსახურის განცხადებით, არ არსებობს ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

19 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 140-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG